ნათია თურნავა - EBRD-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გააჩნია საქართველოში, რადგან რეფორმების მიმართულებით ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვართ
პოლიტიკა - 10:38, 23 Nov, 2019     1403

ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, EBRD საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გააჩნია ჩვენს ქვეყანაში იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეფორმების მიმართულებით.

მისივე თქმით, შესაბამისად, EBRD-ი ყოველთვის სწრაფად და ეფექტურად ახორციელებს ინვესტიციებს და გამოყოფს სესხებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

ნათია თურნავას განცხადებით, აღსანიშნავია EBRD-ის მრავალმილიონიანი დახმარება, რომელიც გამოიყო ჩვენი ელექტროგადამცემი ხაზების და გზების რეაბილიტაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, მაგრამ ასეთ კონკრეტულ მატერიალურ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია EBRD-ის დახმარება რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.

„ამასთან, EBRD-ი გვეხმარება და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკული რეფორმის განვითარებაში. EBRD -ის დახმარებით ვაკეთებთ აქცენტს განახლებად ენერგიაზე, განსაკუთრებით ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და არა მხოლოდ ტრადიციულ, ჰიდრო ენერგეტიკაზე. ასევე გვეხმარება ბაზრის ახალი დიზაინის შემუშავებაში - შევქმნათ უფრო კონკურენტული ბაზარი, რომლის გახსნაც პრაქტიკულად წელს დავიწყეთ. გარდა ამისა, გვეხმარებიან სოციალური პოლიტიკის გადაწყობაში იმდგვარად, რომ მოსახლეობის ტარიფების მართვა უკეთესად შეგვეძლოს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სოციალურად დაუცველი მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე. ამ მიმართულებით ჩვენ მხოლოდ გავაძლიერებთ თანამშრომლობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, EBRD -ის მხარდაჭერით მიიღწევა ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, როგორიც არის ქვეყნის ენერგოეფექტურობა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42