„ხელისუფლებამ მიიღო მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი“ - პორპორციულ სისტემასა და ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროტესტზე ისაუბრა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაციაზე. გიორგი ვაშაძის თქმით, ივანშვილს გათვალ ჰქონდა ძალადობაზე და ფიქრობდა, რომ „ოპოზიციას დააბრალებდა ქვეყანაში არეულობის მცდელობას და გადატრიალებას“.
„მას კოვზი ნაცარში ძაუვარდა. ძალიან მნიშნელოივანია ახალგაზრდების ჯგუფები და ოპოზიციის ურპეცედენტო ერთიანობა. ხელისფლებამ ვერ შეძლო ამის მოშლა, რადგან ოპოზიციამ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენა ქვეყნის ინტერესები. რაც შეეხება დასავლეთს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების კრიტიკა. დღეს ივანიშვილი არის მატყუარა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს თვალში“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სად არის გამოსავალია?
გამოსავალი არის ისევდა ისევ გაერთიანებაში და არაძალადობრივი კამპანიის ბოლომდე მიყვანაში. ჩვენი ეს კამპანია ბოლომდე ჩამოშლის „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ გავიმარჯვებთ. „ოცნების“ დაშლა უკვე დაიწყო და ძალიან ბევრმა დატოვა მმართველი გუნდი. ცოტა ხანში დარჩება მარტო ივანიშვილი კალაძე, კობახიძე გახარია... ადმიანები, რომლებიც იცავენ მხოლოდ საკუთარ ქონებას, საკუთარ თანამდებობებს და საკთარ თავს“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






