რატომ მოატყუა ივანიშვილმა მოსახლეობა? - გიორგი ვაშაძის თქმით, „ჭარბნდობიანი“ ივანიშვილის უარყოფითი რეიტინგი არის 57%. ეს ადამიანები, არასოდეს მისცემენ ხმას იმ ჯგუფს, სადაც არის ივანიშვილი.
„ეს ნაგატიური რეიტინგი არის მჩვენებელი იმისა, რომ მას არ აქვს შანსი აიღოს 50%-ზე მეტი. უფრო მეტიც, ბოლო კვლევებით გამოვლინდა რომ ხელისუფლება მხარს უჭერს 23%, ხოლო ოპოზიციას ჯამში 41% და ყველა ეს ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ისინი არ გააკეთებენ კოალიციას ივანიშვილთან. 150 მანდატიდან, ქართული ოცნება აიღებდა მხოლოდ 39 მანდატს, მათ გარანტირებული აქვთ ოპოზიციაში ყოფნა პროპორციული საარჩევნო სისტემით. შესაბამისად ივანიშვილს ჰქონდა ორი ვარიანტი: ის ან იბრძვის უმუშევრობის და სიღარიბის წინააღმდეგ, ან აუქმებს პროპორციულ სიტემას და მიდის ხელისუფლების მიტაცების გზით. მან აირჩია მეორე ვარიანტი - ჩაეგდო პროპორციული სისტემის კანონპროექტი. ფაქტია, რაც 7 წლის მანძილზე არ გაუკეთებია, ახლა ვერ გააკეთებს და ამიტომ მანიპულაციებით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება. მათი მოლოდინი, რომ ხალხს არ ესმის რა არის პროპორციული სისტემა, ამას პასუხი გასცა IRI-ის კვლევამ. “ - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია პროპორციული არჩევნების, რადგან ის ცალსახად კარგავს უმრავლესობას. „პროპორციული არჩევნების გაუქმებით, ხელისუფლება ძალაუფლებას ითვისებს“ - განაცხდა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






