„ახალი საქართველოს“ ლიდერმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სისტემის ცვლილება ქვეყნის განვითარების უმთავრესი პირობა იქნება, რომელიც დემოკრატიული განვითარების გზით ქვეყანას ლიდერ სახელმწიფოდ აქცევს რეგიონში.
„ვერცერთი რეფორმა ვერ განხორციელდება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, თუ არ იქნება დემოკრატიული სისტემა. ამის ერთერთი პირობა არის პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება, რომ ხალხმა იაღოს ძალაუფლება და მინისტრის, თუ თითეოული ჩინოვნიკის და პარლამენტის წევრების ანგარიშვალდებულება გაიზარდოს ხახლის წინაშე და არა რომელიმე პირის წინაშე. ხელისუფლება არ უნდა იყო მიტაცებული და უნდა ეკუთვნოდე ხალხს“ - განაცხადა ვაშაძემ.
„მაჟორიტარი არის ადგილობრივი ფეოდალი, რომელიც ხარჯავს ფულს, რომ გახდეს დეპუტატი და მერე ბიუჯეტდან იშოვოს ათჯერ მეტი ფული“ - თქვა ვაშაძემ და იქვე განმარტა თუ რატომ არის ცუდი მაჟორიტარული სისტემა?
„ისინი ხალხს არ უსმენენ, ისინი არიან იმის მხარეს, ვინც ხელისუფლებაშია. და მათ ხარჯზე ხელისუფლება ახდენს ყველა შტოს უზურპაციას. ისინი ყალიბდებიან მინიგრაქებად, რომლებიც ყვლეფენ ხალხს, როცა ერთი და იგივე ხალხი მუდმვად დეპუტატია და ნეპოტიზმისა და კორუფციის უშრეტი წყაროა“.
გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ 2016 წელს ქართულმა ოცნებამ მიიღო 48%, რომელიც პროპორციული სისტემის შემთხვევაში ოცნებას ხელისუფლებაში ვერ მოიყვანდა. მისი თქმით, ეს არის არასწორი სისტემა, რომლითაც ხალხი ხმები არ ნაწილდება მათი არჩევანის მიხედვით.
გიორგი ვაშაძემ კონკრეტული მაჟორიტარების გვარები მოიყვანა, რომლებმაც პარალამენტარობის შემდეგ კორუფციული გზით ფული იშოვეს, იგებენ ტენდერებს და არიან უპირატეს მდგომარეობაში. მათ შორის ისაუბრა კახა ოქრიაშვილზე, რომელმაც ხალხს „დებილები უწოდა“ „ასეთი რამ წარმოუდგენელია... კაციპირდაპირ ამბობს რომ 300 და 400 % უნდა მოიგოს წამლებიდან რომნელსაც იყიდის, წარმოუდგენელი ასეთი უპატივცემულობა, რომელსაც ის ხალხის მიართ იჩენს“ - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა რომ 71%-მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი და ვინ ზრუნავს სახელმწიფოზე მის მიერ მინიჭებული მანდატით.
„მაჟორტარების და მათი ბიუროს შენახვაზე დაიხარჯა 15 მილიონი ლარი, მათი ნათესავებისთვის, რომლებსაც არავინ იცნობს მაჟორიტარულ ოლქში“ - დასძინა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






