საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "მთავარი" და "ფორმულა" დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფებოდა.
თალაკვაძის თქმით, მედიას ინფორმაცია არ გადაუმოწმებია და ის ამ დროს პარლამენტში მუშაობდა.
„ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ. მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხი გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად. ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში. როცა სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. გუშინ საზოგადოებას უმტკიცებდით, თითქოს ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან, თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად. სასაცილო სიუჟეტი იყო. მედიის საქმიანობის ელემენტარული საფუძვლებია, რომ ჯერ უნდა გადაამოწმოთ ინფორმაცია და შემდეგ უთხრათ საზოგადოებას, რის თქმაც გსურთ. თქვენ ეს გააკეთეთ პირიქით. ამიტომაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ სიუჟეტი პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული" - აღნიშნა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






