პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, სახელმწიფო ინსტიტუტების ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება.
"2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭირვალედ და სამართლიანად, ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ 2020 წლის არჩევნებში. ამიტომ, მოვუწოდებ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრაამაა, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად, ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების, ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელწმიფოს ამაზე მომავალშიც ექნება საკუთარი რეაქცია. შესაბამისად, პარლამენტი აგრძელებს ფუნქციონირებას და ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამ პროცესში არის ის საკითხები, რაც ჩამოვთვალე" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






