ე.წ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ე.წ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის ფაქტი იყო კარგად ორგანიზებული და მომზადებული რამდენიმე დღით ადრე. ინფორმაციას ე.წ "სამხრეთი ოსეთის" მედია ასაჯაროებს.
მოგროვებული მასალებით ირკვევა, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროება უთვალთვალებდა გაფრინდაშვილის გადაადგილების მარშრუტს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთაც. ე.წ „დაზვერვის სამსახურების“ ინფორმაციის საფუძველზე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველი ექიმი ბალტიის ქვეყნებს ესტუმრა ნოემბრის დასაწყისში, საიდანაც 4 ნოემბერს დაბრუნდა თბილისში, სადაც 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით იღებდა პაციენტებს თავის კლინიკაში. სტატიის ავტორის მიერ ტექსტში მოყვანილია რამდენიმე ფაქტი, რომელიც ასახავს გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერებს თავის პაციენტებთან, სადაც იგი საუბრობს, რომ იგი სამსახურში ვერ გამოცხადდებოდა შაბათსა და კვირას.
ტექსტში გამოქვეყნებულია ინფორმაცია აგრეთვე ვაჟა გაფრინდაშვილის საბანკო ანგარიშზე 21 000 ლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით.
ოკუპირებული ცხინვალის მიერ გამოქვეყნებული მასალები სატელეფონო ჩანაწერებთან და საბანკო გადარიცხვებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ცხადჰყოფს დაზვერვის სამსახურების მოქმედებებს საქართველოს ტერიტორიულ ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები






