როგორც გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, მესამე სექტორი 18 ნომებერს დაკავებულთა სასამართლო პროცესში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებენ.
მისი თქმით, დაკავებულთა სასამართლო პროცესები თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო.
„საერთო ჯამში, ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. როგორც ჩანს, მოსამართლე არ იყო თავის გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი, ზოგ შემთხვევაში ის გადიოდა სასამართლოს პროცესიდან და როგორც ჩანს, იღებდა ინსტრუქციებს და ეს აშკარად ჩანდა. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწყვიტოს სახელმწიფო ინსტიტუტების სათავისოდ გამოყენება, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გავლენას ახდენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე. გავაგრძელებთ დაკავებულების დაცვას და გავასაჩივრებთ მიღებულ გადაწყვეტილებებს. რა თქა უნდა, დავაკვირდებით პროცესს და ასევე მივაწოდებთ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებს. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ამისთვის კონკრეტულ ინსტიტუციებს და ადამიანებს იყენებენ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა
მასალის გამოყენების პირობები






