როგორც სუსუ-ში აღნიშნეს, საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“- აცხადებენ სუსში.
ე.წ. სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციის და მისი დასავლური კურატორების მცდელობა, მოაგროვონ პოლიტიკური ქულები ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით იქნება უშედეგო. აგრეთვე აღნიშნავენ , რომ აღნიშნული საკითხი სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად და შიდა რეიტინგის გასაუმჯობესებლად უპერსპექტივო იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






