„რაზე ითვლიდა ხელისუფლება, როცა პორპორციულ საარჩევო სისტემას აგდებდა, რა რეაქციას ელოდა ოპოზიციიდან და შესაბამისად - რას გეგმავდა შემდეგ ნაბიჯად, მან ხომ კარგად იცოდა, რომ ოპოზიციისგან შემხვედრი რეაქცია იქნებოდა. ლოგიკურად ჩანს, რომ ხელისუფლება ოპოზიციისგან ელოდა საპასუხო აგრესიას, ძალადობრივ აქტებს პარლამენტთან, თავპირისმტვრევას, რასაც დიპლომატიურ კორპუსთან - ქვეყნის გარეთ და შუაშისტ ამომრჩეველთან - ქვეყნის შიგნით გააფორმებდა, როგორც გადატრიალების მცდელობას, რომელიც: 1. დესტაბილიზაციას გამოიწვევდა რეგიონში, 2. ფორას მისცემდა რუსებს, 3. შესაბამისად, დააფრთხობდა დასავლეთს და 4. აიძულებდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შეგუებოდნენ „ოცნების“ მმართველობას, როგორც ნაკლებ ბოროტებას, როგორც სტაბილურობის გარანტორს მოძალადე და გადამტრიალებელი ოპოზიციის საპირწონედ. პროპორციული არჩევნების ჩაგდებაც, „ოცნების“ ხელისუფლებაში უვადოდ და უალტერნატივოდ დარჩენაც და ამომრჩევლის და დასავლელი პარტნიორების „გადაგდებაც პრავდებოდა“ მოძალადე და გადამტრიალებელი ოპოზიციის ფონზე.
შედეგად რა მიიღო ხელისუფლებამ?! მოლოდინის საწინააღმდეგოდ, „ოცნებამ“ საპასუხოდ მიიღო არაძალადობრივი და არააგრესიული წინააღმდეგობის კამპანია, რომლის მონაწილეებს სასამართლოში ბრალსაც კი ვერ უმტკიცებენ, შესაბამისად ხალხსაც ვერ იჭერენ არარასებული ბრალდებების გამო. სახეზე გვაქვს, სრულიად ახალი პროცესი - წინააღმდეგობის არაძალადობრივი კამპანია, რომელიც მშვიდობიანად აიძულებს ხელისუფლებას პარლამენტის ბიუროები და სესიები სპეცრაზმის თანხლებით ატაროს. მოკლედ, კითხვა მაქვს პროცესში აქტიურად ჩართულ მეგობრებთან: ვინ იყო ამ ახალი პროცესის - არაძალადობრივი პროტესტის ავტორი და ინიციატორი?! წინააღმდეგობის ეს ახალი ფორმა - ხელისუფლებაზე ზეწოლის არაძალადობრივი, მაგრამ უწყვეტი კამპანია, ახალი, ცივილური სიტყვაა ქართულ პოლიტიკაში და იმედი მაქვს - შედეგიანი“ -აცხადებს ლაგაზიძე.
რა მიიღო ხელისუფლებამ პროპორციულის ჩაგდების შედეგად? - ექსპერტი 4 პუნქტს ასახელებს:
1. ჩამოინგრია საკუთარი იმიჯი დიპლომატების თვალში და დასავლეთის დედაქალაქებში; 2. მიიღო არნახულად აგრესიული საერთაშორისო მედია; 3. გააერთიანა ოპოზიცია და ჩამორეცხა მას აგრესიულის იმიჯი იგივე დასავლეთის თვალში ანუ მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის თემით ის საკუთარი ქმედებების გამართლებას ვეღარ შეძლებს; 4. თუ "ოცნება" ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის პროცესში დაკარგავს დასავლეთს, როგორც პარტნიორს, საკუთრ თავს და ნაწილობრივ ქვეყანასაც მოაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, რაც მის მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს და უკანმოუხედავად მოექცევა რუსეთის მხრიდან მანიპულირების ტყვეობაში. ეს არის დღევანდელი მოცემულობა!“ - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მასალის გამოყენების პირობები






