"დესტაბილიზაცია და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უკანონო ქმედებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზე" - პრემიერი
პოლიტიკა - 11:34, 21 Nov, 2019     632

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ იმას, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე.

"არაერთხელ ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში და იწვევს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას დღეის მდგომარეობით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ეს გახლავთ ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ძალამ და საქართველოს მთავრობამ, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42