ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე - იენს სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 19:39, 20 Nov, 2019     919
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის მნიშვნელოვანია.


მისივე თქმით, ნატო-მ ბოლო წლებში შავი ზღვის რეგიონში საკუთარი წარმომადგენლობა გაზარდა. სტოლტენბერგი მოკავშირეებს მოუწოდებს, საქართველო და უკრაინა საჭირო რესურსებით უზრუნველყონ.

„ჩვენ მიმდინარე წლის აპრილში შევთანხმდით პაკეტზე, რათა ჩავატაროთ უფრო მეტი წვრთნები, გავზარდოთ ინფორმაციის გაცვლა. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ცოტა ხნის წინ საქართველოს ესტუმრა. ასევე, ვესტუმრეთ უკრაინას, კერძოდ, ოდესას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართულ სანაპირო დაცვასთან, ვმუშაობთ უკრაინის საზღვაო ფლოტის აკადემიის წარმომადგენლებთან. ასე რომ, ჩვენ შავი ზღვის რეგიონში პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან ინტენსიურად ვმუშაობთ. მოვუწოდებ მოკავშირეებს, რომ ისინი უზრუნველვყოთ საჭირო რესურსებით. დავრწმუნდეთ, რომ გაცილებით მეტ პრაქტიკულ მხარდაჭერას ვაწვდით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო დაეხმარება და მხარს დაუჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

„ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების განხორციელებაში. სწორედ ეს არის საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის მიზანი“ ,- აცხადებს იენს სტოლტენბერგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42