"თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები და იქნება საარჩევნო პოლიტიკური განაჩენი" - დიმიტრი ხუნდაძე
პოლიტიკა - 19:47, 20 Nov, 2019     649


პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების თაობაზე საუბრობს.


ხუნდაძე ამბობს, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით, მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას.


მისი თქმით, გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად შეგნებული: „ველოდით შიდა გუნდურ რყევებს, ქუჩაში უკმაყოფილებასაც, ეს ჩვენ პირველ დღესვე განვაცხადეთ, მაგრამ სჯობს ეს მოკლევადიანი რყევები გადავიტანოთ, ვიდრე ქვეყანა შევიყვანოთ რეალურ კრიზისში, რისი მაგალითები საერთაშორისო ასპარეზზეც გვაქვს".


დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არასერიოზულია ოპონენტების საუბარი იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის სისტემა, რომელიც მხოლოდ ერთპარტიულობას უზრუნველყოფს და დიქტატურას შეუწყობს ხელს.


„ეს არის სისტემა, ერთი რომ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მეორე - გაუადვილებს ამომრჩეველს რომ ამოიცნოს მისთვის სასურველი კანდიდატი და მას ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და არა ის, რომ ახლა ჩვენ წარვუდგინოთ ფირმანი, რაღაც გრძელი ჩამონათვალი 300 პარტიის, ამ დროს ბევრი არის ერთკაციანი, სადაც ლიდერიც და ბოლო კაციც არის ერთი და იგივე. ასევე პარტიები, ფაქტობრივად, გახდა სამალავი ამომრჩევლისათვის ცუდად დამახსოვრებული პოლიტიკური სახეებისა, რომლებიც ამ პარტიებს შეიძლება ამოეფარონ და გახდნენ პარლამენტის წევრები", - განაცხადა მან.


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სწორედ ისინი ტეხენ დღეს აურზაურს იმის გამო, რომ „ადვილი გზა მონახონ სწორედ აურზაურით და არა ამომრჩეველთა მხარდაჭერით".


მისი თქმით, ყველაზე მაღალი ინტერესი თითოეული პოლიტიკოსისთვის, მათ შორის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესები და შემდეგ დანარჩენი ნებისმიერი რამ, ამ დროს კი მისივე თქმით, ოპოზიციას შეცდომაში შეყავს საზოგადოება, როდესაც აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან იყო დაპირება და ეს დასტურდება მათი ხელმოწერებით, რომ მიღებული იქნებოდა კანონპროექტი პროპორციულ არჩევნებზე 20202 წლიდან გადასვლის შესახებ.


„ქართული ოცნება არ დაპირებია ოპოზიციას, როგორც ამის თაობაზე ოპოზიცია ხშირად აპელირებს, თვითონ სამუშაო ჯგუფებშიც კი არ ღებულობდნენ მონაწილეობას, სად მიიღეს ეს დაპირება? ინიციატივაზე ხელმოწერა კი არ ნიშნავს იმას რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ხელმოწერა ნიშნავს, რომ გაიხსნა დისკუსია, მოხდა ინიცირება. ძალიან ბევრი პროექტი ყოფილა პარლამენტში ინიცირებული, შემდეგ ავტორების მხრიდანაც რომ არ ყოფილა მხარდაჭერილი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ასევე არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება პარტიის ლიდერზეც - „უნდა ითქვას, რომ უმრავლესობასთან შეხვედრებზე იყო ბატონი ბიძინას თხოვნაც და მოთხოვნაც. ლიდერის პოზიცია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ხმას იძლევა კონკრეტული დეპუტატი საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე და თუ საზოგადოება ბოლოს ჩათვლის, რომ ჩვენ მათ დაპირება არ შევუსრულეთ, არ შევუსრულეთ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე - ის რისკის ქვეშ არ დავაყენეთ, მეორეც თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები და იქნება საარჩევნო პოლიტიკური განაჩენი, თუ კი ასე ჩათვლის საჭიროდ ამომრჩეველი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ​.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42