"იარაღის ჩადებას და დაკავებას მიპირებენ" - სასამართლოს ეზოში ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა
პოლიტიკა - 09:24, 20 Nov, 2019     1566
ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრმა ლაშა ჭიღლაძემ გვიან ღამით საქალაქო სასამართლოს ეზოში, აქციის მიმდინარეობისას ტანსაცმელზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა, მას ამის საშუალება მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ არ მისცა. ორგანიზაციის წევრებმა ლაშა ჭიღლაძეს საწვავის ბოთლი წაართვეს და ჯიბიდან სანთებელის ამოღების საშუალება არ მისცეს.


ამის შემდეგ საქმეში სამართალდამცველები ჩაერივნენ და ლაშა ჭიღლაძე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, განარიდეს რა აქციის ტერიტორიას.
როგორც გაირკვა, ლაშა ჭიღლაძე თავის დაწვას პროტესტის ნიშნად აპირებდა, რადგან, მისი ინფორმაციით, პოლიცია იარაღის ჩადებას და დაკავებას უპირებს.
ლაშა ჭიღლაძე, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მდებარე სახლიდან ორგანიზაციის ყველა წევრზე გვიან გამოვიდა და რომელსაც იქ ყოფნის დროს პოლიციელებმა დენი ჩაუჭრეს, მასზე ზეწოლასა და მუქარაში ქურთის პოლიციის უფროსს თემურ ჟუჟნიაშვილს ადანაშაულებს. აუტოდაფეს მცდელობამდე ლაშა ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ პირადად ჟუჟნიაშვილი მას ემუქრებოდა იარაღის ჩადებითა და დაკავებით.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ლაშა ჭიღლაძე ატოცის ბაზაზე დენის გარეშე დარჩა და ცეცხლის დანთებასაც ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა, ფილტვების ანთებით თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში მოხვდა, სადაც რამდენიმე დღეს ,კურნალობდა.

ამჟამად ლაშა ჭიღლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42