"თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ამოქმედება სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 20:55, 19 Nov, 2019     917

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი, აგრეთვე შერეული ქართულ-თურქული ეკონომიკური კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთში ოფიციალური ვიზიტის იმ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ლიდერებს შორის შედგა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა დღეს არსებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აღარ პასუხობს იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ქვეყნებს შორის. ითქვა, რომ აღნიშნულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას და თურქეთის ბაზარზე ქართული ექსპორტის მოცულობას გაზრდის.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ოქმის შიდა პროცედურების დასრულება თურქეთის მხრიდან დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული დოკუმენტი შეეხება საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებულ პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით.

ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. მისი თქმით, შეთანხმების ამოქმედება წაახლისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე თურქეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით თურქული მხარე საქართველოში საექსპერტო ჯგუფებს მოავლენს. საუბარია ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე თურქეთში.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომაში და კომისიის სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42