"კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს" - მამუკა მდინარაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე
პოლიტიკა - 20:22, 19 Nov, 2019     858

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ ინიცირებული იდეა სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არა რელევანტურია და მისი მიღების კონსტიტუციური რესურსიც არ არსებობს.

„ჩემი აზრით არ არის დღეს რელევანტური ამაზე ფიქრი მითუმეტეს იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება. გასაგებია სპეკულაციური პროტესტის ერთი მხარე, ხალხის მოტყუება, რომ გერმანული მოდელი თურმე თავსებადია ჩვენი კონსტიტუციით. აქ არის პოლიტიკური და სამართლებრივი მარაზმი ერთ მხარეს, მაგრამ მეორე მხარეს, დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ მოდით გადავიდეთ ამერიკულ, ბრიტანულ თუ ფრანგულ მოდელზე და რომელიმე ამოვირჩიოთ და სრულიად მაჟორიტარული ახალი ქართული მოდელი შევქმნათ ესეც არა რელევანტურია. დღეს რესურსი პარლამენტს, იმის ფონზე თუ რა მოხდა, ნამდვილად არ აქვს ამისთვის. გუნდის შიგნით რაც არ უნდა ვიკამათოთ ამ საკითხებზე, ჩვენ გუნდს არ ჩამოვშლით, სახელმწიფოებრივად ვიაზროვნებთ, ვიკამათებთ ამ თემაზე, მაგრამ მინდა კარგად ავხსნა, ვიღაცას შიში რომ არ გაუჩნდეს, რომ რაიმე ახალ მოდელზე გადასვლას ვაპირებთ. ტექნიკურ მხარეს განვმარტავ და ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდებოდა მათი, მაჟორიტარების მხარდაჭერა ანუ სრული კონსესუსი გუნდის შიგნით, რათა 113-ზე მეტი ხმა შეეგროვებინა პროექტს, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ახლა, ამ შემთხვევაში, ამ ინიციატივას ოპოზიცია ხმას არ მისცემს და თუ გუნდის შიგნით დაჭირდება მხარდაჭერა, მე და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, უმრავლესობის უმრავლესობა, ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია მსჯელობაც კი ამასთან დაკავშირებით. კიდეც რომ მოეწონოს ვიღაცას, დღეს ამისი რესურსი არ არსებობს, კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, ამიტომ არ მგონია რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მეგობრების, მაჟორიტარების მხრიდან ამ საკითხის წამოწევა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42