ექსკლუზივი: ივანიშვილს ქუჩის პროტესტის შეეშინდა და პროპორციულის უკან დაბრუნებას ფიქრობს - "გადავითვლით... იტყვიან, რომ დავარწმუნე"
პოლიტიკა - 19:42, 19 Nov, 2019     8929
ბიძინა ივანიშვილს ქუჩის პროტესტის შეეშინდა.

"ნიუპოსტის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკუთარი კანონპროექტი ჩააგდო, "ქართული ოცნების" ლიდერისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა სრული ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება და მასობრივი პროტესტი, რომელიც ამ დრომდე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. ივანიშვილს ეშინია, რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.

უფრო ადრე, ვიდრე კანონპროექტის ჩაგდებამდე, "ნიუპოსტი" წერდა, რომ ოლიგარქმა დავალება გასცა მაჟორიტარების ხელით ჩაეგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის განხორციელებაც მან არა მხოლოდ ქართველ ხალხს არამედ, საერთაშორისო პარტნიორებსაც დაჰპირდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გუნდის წევრებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა. "თუ ასე გაგრძელდა და ვერაფერს ახერხებთ, ადგებით და გადაითვლით, არაფერი უჭირს..." - ეს იყო ივანიშვილის დავალება, რომელიც გუნდმა მიიღო.

ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ გეგმა ასეთია: ივანიშვილი თავის გუნდის 5-6 დეპუტატს ათქმევინებს, რომ ისინი შეცდნენ და პარტიის ლიდერმა დაარწმუნა, რომ პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის კარგია და ეს უნდა გავიდეს - "თავის ტკივილი თუ გახდება, უკან დავაბრუნოთ... იტყვიან, რომ დავარწმუნე..." - გვიყვებიან შუშის სასახლიდან.

რაც იზამს ოლიგარქი, უცნობია, თუმცა ივანიშვილი, რომელიც ხვდება, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა ნელნელა ეცემა და ხელისუფლების დაკარგვა რეალური ხდება, ცდილობს ყველანაირი გამოსავალი ნახოს, თუნდაც ეს იყო უკვე კარგად ცნობილი "ბლეფი", რომელიც მან პროპორციულის ჩაგდებისას გაათამაშა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42