"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პროკურატურის მიერ ირაკლი ოქრუაშვილის ახალი ბრალდების წარდგენას აფასებს.
მისი თქმით, ივანიშვილის უვიცობას ქვეყანაში საზღვარი არ აქვს და დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლებას "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ციხიდან გამოსვლა არ აწყობს.
"ივანიშვილის უკიდეგანო უვიცობას საზღვარი არ აქვს. ვერ გაუძლო ოპოზიციის და დიპლომატიური კორპუსის ზეწოლას და გადაწყვიტა ერთი ბარტყის პრინციპით გავრილოვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში კატეგორიულად არ აწყობს ოქრუაშვილის ციხიდან გამოსვლა, ადამიანის, ვის დანახვაზეც გონებას კარგავს და კანკალი ეწყება.
სწორედ ამიტომ ზუსტად დღეს დილით დაამთავრებინა უდიპლომო თადუმაძეს გამოძიება და სირბილით მირბენილმა, ოფლში გახვითქულმა იმბეცილმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილს სასწრაფო წესით ბრალი დაუმძიმა.
კაცი შვიდი წლის წინ დაბრუნდა საქართველოში, მაშინვე დაიჭირეთ, შემდეგ სასამართლომ გაამართლა და გააგრძელა მშვიდი ცხოვრება.
სწორედ ამ შვიდი წლის წინ დაასრულეთ მაგ საქმეზე ძიება და თქვით, რომ ოქრუაშვილს არ ქონდა საქმესთან შემხებლობა, არის მართალი და ახლა გაგახსენდათ, რომ დამნაშავეა? (რატომ დაიბადეთ ასეთი ლენჩები?).
ოქრუაშვილს რაზეც წაუყენეთ ბრალი, იგივე დანაშაულს თქვენ ყოველდღე ჩადიხართ. მას პოლიციელების მფარველობისთვის წაუყენეთ ბრალი, თქვენ კი პოლიციელების დისკრედიტაციას ახდენთ და ყველა შეთითხნილ საქმეზე აიძულებთ და მოწმეებად გამოგყავთ.
კარგად გამოიძიეთ გუშინ აქციაზეც ხომ არ მოგელანდათ? ხალხის დარბევის ბრძანებაც მან გასცა?
თალაკვაძე-კობახიძის პირად ჰოროსკოპშიც ხომ არ ჩანს, რომ 2020 არჩევნებშიც ოქრუაშვილი აურევს სიტუაციას? ახლავე წაუყენეთ ბრალი, რაღას ელოდებით?
მოკლედ ერთი რამ დაიხსომეთ -
#მაინცდაგაბოქლომებთ!
#მაინცამოგთხრით!" - წერს ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






