"არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებლს, ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს, ჩვენ ვმუშაობთ"- კობახიძე
პოლიტიკა - 16:27, 19 Nov, 2019     1377

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება. კობახიძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე.

"ეს კვლევები არის ყოველთვის აცდენილი რეალობას, საბოლოო ჯამში, არის აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება ხოლმე არჩევნებში. აქედან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება, სიხარულით შეხვდნენ ამ რეიტინგებს. მათ კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი არის აცდენილი სინამდვილეს, შესაბამისად, არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამ კვლევებზე, ვიცით, რომ ეს არის ის კომპანიები, რომელბიც არიან პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. „აიპიემი“ არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, CRRC - მეორე განშტოებასთან, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი უფლებები და ამიტომ ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპტიმიზმს, ეს ოპტიმიზმი იყო კარგად გამოხატული გასულ დღეებში, ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება, 5 000 კაცი იდგა მათ მიერ აქტივის ხარჯზე მობილიზებულ აქციაზე, შესაბამისად, ეს უჩვენებს იმ სურათს, რომელიც აუცილებლად აისახება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50% -იან მაჩვენებლს. ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროცესებისთვის, ვემზადებით და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან"- აცხადებს კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42