"მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით" - ეკატერინე მიქაბაძე
პოლიტიკა - 16:27, 19 Nov, 2019     621

2019 წლის ოქტომბერში, ექსპორტის მოცულობამ 316.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, ოქტომბერში იმპორტი 2.1 პროცენტით შემცირდა და 847.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 32.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 531.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს - ექსპორტი 10.4 %-ით გაიზარდა და 3 035.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი წინა წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 3.1 %-ით ნაკლებია და 7 331.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 517.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 4 295.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა - წინა წელთან შედარებით ის 5.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებში - საქართველოს ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და 685.2 მლნ. აშშ. დოლარი, ანუ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ექსპორტი 22.7 პროცენტით გაიზარდა და 3 355.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და 9 136.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ექსპორტის მიმდინარე დინამიკა. „თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით - ეს ყველაფერი ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (24.7%), მსუბუქი ავტომობილების (65.4%), მედიკამენტების (23.7%), მინერალური და მტკნარი წყლების (24.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (12.7%) ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტს ამავე პერიოდში - გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (47.1%), მსუბუქი ავტომობილების (5.1%), ნავთობის აირების (9.8%) და მედიკამენტების (7.0%) იმპორტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42