"ეს სამი ფაქტორი ერთად კარგად ხსნის, თუ რა მოხდა წინა კვირაში, რატომ გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა; რატომ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა. იმიტომ, რომ ამ კვლევის მიხედვით ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში „ქართული ოცნება“ დამარცხდება. ამ კვლევამ დასვა საბოლოო წერტილი დისკუსიაზე, რა მოხდა და რატომ მოხდა წინა კვირაში. ამასთან, ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა ტენდენცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში - მზარდი გაჭირვების, პრობლემების, შეუსრულებელი დაპირებების და არაპოპულარული მთავრობის ფონზე მოსახლეობას სჭირდება ცვლილებები; მოსახლეობა მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის შეცვლას და სამართლიან არჩევნებს. ხელისუფლების რესურსი დღეს დარჩა იმ უსამართლო სისტემის შენარჩუნებაში, რომლითაც იმედი აქვთ, რომ მოიგებენ 2020-ის არჩევნებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






