"კვლავაც გავაკეთებთ იგივეს..." - პრემიერის პირველი კომენტარი მომიტინგეთა დარბევის შემდეგ
პოლიტიკა - 12:42, 19 Nov, 2019     1113
საქართველოს პრემიერ-მინისრმა აქციის დაშლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფომ და პოლციამ მომიტინგეები კანონის სრული დაცვით დაშალა.

გიორგი გახარია პარლამენტის პიკეტირებას არაკანონიერს უწოდებს და პასუხისმგებლობას ისევ ოპოზიციას აკისრებს.

"ყველას გახსოვთ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდგომ რაც, რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ქუჩების ბლოკირებისკენ, ბარიკადები იყო აღმართული. შემდეგ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა ღამის განმავლობაში. პარლამენტის ფუნქიონირება პირდაპირ დადგა კითხვისნიშნის ქვეშ. მთავარი სახელმწიფო უწყება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა, თავს დაესხნან ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა. უკანონო აქციის, სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. ხაზგასმით ავღნიშნავ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და კააკეთებს იგივეს"- თქვა გახარიამ.

კითხვახზე რატომ გახდა დარბევა აიცილებელი, როცა პარლამენტს შეეძლო გასვლით სხდომა მოეწვია, გახარიამ თქვა, რომ გადაკეტილი ქუჩები დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.

"ცეცხლი და ბარიკადები თბილისის ქუჩებში ძალიან ბევ ჩვენს მოქალაქეს დისკომფორტს უქმნის. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მეგობრებო, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს, მედიაში, საარჩევნო ურნასთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში, გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. ამ ქვეყანაში გამოხატვის უფლება ყველასთვის თავისუფალია და არავინ არასად არ წავა სხდომის მოსაწყობად"- დასძინა გახარიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42