ყოფილი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ სწორედ კვლევაში ნაჩვენები მძიმე შედეგის გამო ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებები.
მისი თქმით, IRI-ის კვლევამ გასცა მოსახლეობის კითხვას პასუხი - რატომ გადააგდო ოლიგარქმა ამომრჩველი.
„ამ კვლევამ გასცა პასუხი იმ კითხვას, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავს უსვამდა - თუ რატომ გადააგდო ოლიგარქმა ქართველი ხალხი მორიგ ჯერზე, რატომ არ შეასრულა დაპირება და რატომ წავიდა "ქართული ოცნება" ასეთ კონფრონტაციაზე, პოლიტიკური პროცესების ნაცვლად რატომ არჩია სპეცდანიშნულების რაზმების ზურგსუკან დამალვა და ხალხის კვლავ ცემა. ამ ყველაფერზე პასუხი ამ კვლევაშია და ის ძალიან მარტივია - მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ვინც ამ კვლევას გაეცნობა, ნახავს, რომ ოპოზიციას თითქმის ორჯერ მეტი ხმები აქვს, ვიდრე "ქართულ ოცნებას". პირველად, საქართველოს ისტორიაში ჩანს, რომ მთელ ოპოზიციას აქვს ორჯერ მეტი ხმა ვიდრე მმართველ პოლიტიკურ პარტიას, ქართულ ოცნებას კი არ გააჩნია ზრდის რესურსი, იმიტომ რომ მოსახლეობის 70% თვლის, რომ ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის - ქვეყნის შენება და ფულის მოპარვა ერთდროულად არ გამოდის, რადგან ქართული ოცნება გადასულია ტოტალურ მოპარვაზე, ბუნებრივია ქვეყანა ვერ განვითარდება და ბუნებრივია, მოსახლეობის განწყობაზე ეს აისახება"- აცხადებს შაშკინი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, "ქართულ ოცნებას" რეიტინგი უპრეცენდენტოდ დაბალ ნიშნულზეა.
კვლევამ აჩვენა, რომ ივანიშვილის გუნდი რეკორდულად კარგავს ნდობის მანდატს და იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, შესაძლოა, მან ხელისუფლება დაკარგოს.
მასალის გამოყენების პირობები






