"ნაციონალური მოძრაობა“ გადაიხდის კიდევ ერთხელ, ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს" - სოზარ სუბარი აქციის დარბევაზე
პოლიტიკა - 19:36, 18 Nov, 2019     824

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარის თქმით, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის აუცილებლობა იყო, პოლიცია და სპეცრაზმი კი, მოქმედებდა კანონის ფარგლებში.

"როდესაც ეს განცხადებები გადადის ქმედებებში, როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტის წევრებზე ფიზიკური თავდასხმები, რაც დღეს დილით ვიხილეთ, ბოქლომების დადება პარლამენტის შენობაზე თუ სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე, ბლოკირება სახელმწიფო შენობების, მაშინ, ბუნებრივია, უფლება კი არ აქვს, მოვალეა იმოქმედოს და ეს მოქმედება განხორციელდა. აღკვეთილია ეს უკანონობა, რომელიც განხორციელდა და ყველა აღიარებდა, რომ ეს იყო უკანონო ქმედება. ისინიც კი, ვინც ცდილობდნენ, გაემართლებინათ მომიტინგეები, ვერ მალავდნენ, რომ ეს იყო უკანონო ქმედება, თვით მომიტინგეებისა და მათი ლიდერების ჩათვლით. იმ დროს, როდესაც პოლიცია, სპეცრაზმი მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე და განსაკუთრებით გამოვყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მათი თავმჯდომარის, მათი პრეზიდენტობის კანდიდატის, კულტურისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, როდესაც თავს დაესხა სპეცრაზმელებს და ხელებს ურტყამდა, უტყაპუნებდა მათ, ეს ცდება ყველანაირ ადამიანურ ჩარჩოებს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. ამის გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიხდის კიდევ ერთხელ, ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამაზე ალბათ შემდგომში იქნება საუბარი" - აღნიშნა სუბარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42