თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თავისი საუნივერსიტეტო კლინიკებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებისთვის გამართულ თეთრხალათიანთა აქციას შეუერთდა
პოლიტიკა - 15:36, 18 Nov, 2019     2052

"თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს" - ამ გზავნილის ირგვლივ გაერთიანებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, თეთრხალათიანთა მასშტაბურ აქციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თავისი საუნივერსიტეტო კლინიკებით შეუერთდა.

ღონისძიება დღეს, 2019 წლის18 ნოემბერს გაიმართა. მისი მონაწილეები12 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების წინ გამოვიდნენ და ხუთწუთიანი მდუმარე აქციით გამოხატეს პროტესტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიასთან. პარალელურად საუნივერსიტეტო კლინიკების, მათ შორის: თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის, თსსუ-ის N1 სტომატოლოგიური კლინიკის, თსსუ-ის N2 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები, თანამშრომლები, კლინიკების წინ ერთად დგომით, უცხადებდნენ სოლიდარობას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

"ჩვენ ვგმობთ ჩვენი კოლეგის, გამორჩეული პროფესიონალისა და ღირსეული პიროვნების ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს და ყველას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას." - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ უკვე თითქმის 10 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

იხილეთ თბილსისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Facebook live

იხილეთ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის Facebook Live

იხილეთ თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის Facebook Live

იხილეთ თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის Facebook Live

რადიო თავისუფლება თსსუ-ის ცოცხალი ჯაჭვის აქტივობის შესახებ - იხილეთ Facebook Live

Prime Time თსსუ-ის აქტივობის შესახებ - იხილეთ Facebook Live





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42