დასავლური მედია წერს, რომ წლების მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტისამთავრობო პროტესტზე საქართველოში 20 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც ითხოვენ საკონსტიტუციო ცვლილებას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას.
აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებები იზიარებენ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ღრმა შეშფოთებას პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ჩაგდებასთან მიმართებით.
„ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიან მომიტინგეებს და მათ გამოხატვის თავისუფლებას“.
კვირას გამართლი აქცია დასრულდა მშვიდობიანად, თუმცა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან ათეულობით მომიტინგეა თავმოყრილი, რომლებიც დეპუტატებს არ აძლევენ საკანონმდებლო შენობაში შესვლის უფლებას.
აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და დაძაბულობა მმართველ პარტისა და ოპოზიციურ გარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
მასალის გამოყენების პირობები






