პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მაკო გომური გამოჩნდა, რომელმაც 20-21 ივნისის ღამის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.
„აი, იმ ადგილას ვიდექი, როდესაც ტყვია მომხვდა“, - თქვა შესავალ სიტყვაში "გავრილოვის ღამეს" დაზარალებულმა და დასძინა, რომ ის რუსთაველზე დგას უკეთესი მომავლისთვის, რისთვისაც თავად უნდა იბრძოლოს.
„გუშინ მეტროში ბიჭები მომიახლოვდნენ და მითხრეს, შენ იმ ადგილზე, იმ აქციაზე არ უნდა იდგე, იქ რა გინდაო. იქ ვერ ვუპასუხე, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა აქედან მინდა ვუთხრა, მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?
ჩემს მშობლებს ეშინიათ, აქ რომ ვდგავარ და სახელმწიფოს ნაწილობრივ გამოსდის ეს, რომ საზოგადოებაში შიში დანერგოს. მაგრამ მე ვიცი, რომ ძალა სწორედ იმ ადამიანებშია, რომლებიც ასე მონდომებით იცავენ ქვეყანას და არა ცალკეულ ჩინოვნიკებში“- განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






