ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი - ილია მეორე
პოლიტიკა - 13:29, 17 Nov, 2019     2184
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბედნიერების შესახებ იქადაგა და თქვა, რომ "ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი".

“ჩვენთან არს ღმერთი! დიდხარ შენ უფალო, საკვირველია საქმენი შენნი. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითის ფსალმუნებს და იქ წერია ეს სტყვები: “დიდხარ შენ უფალო და საკვირველია საქმენი შენნი”, ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში, მამაო ჩვენოს რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები: პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი, მომეც ჩვენ დღეს? ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული, ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი"- ბრაძანა უწმინდესმა.

ილია მეორემ შეკრებილებს ნაპოლეონის სიტყვები შეახსენა:

“დიდებისაგან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო” - ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ნაბიჯია დიდისა და მცირეს შორის.

ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები სახარების ნიადაგზე. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოწყალება. წყალობა ღვთისა მეტად რთული მოსაპოვარია, წყალობა ღვთისა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს"- დასძინა სრულიად საქართველოს პატრიარქმა.

ეკლესიის მეთაურმა საქართველო კიდევ ერთხელ დალოცა:

"რთული დროა, მაგრამ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ ღვთის წყალობისა. ღვთის წყალობა გფარვიდეთ, ღვთის წყალობამ დაიფაროს საქართველო. ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ვუშველოთ, ნუ დავიმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება. ანდრია მოციქული ამბობს, ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ. წყალობა ღვთისა იყოს თქვენთან. ჩვენთან არს ღმერთი! მომავალ შაბათს არის გიორგობა, 15 წელი სრულდება, რაც გიორგობის დღეს გაიხსნა ეს წმინდა ტაძარი. წირვა ლოცვა აქ შესრულდება. ნათლობა ბავშვების შეიძლება შაბათს, გიორგობის დღეს ამ წმინდა ტაძარში”,- თქვა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42