ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის სასამართლოში: "საქართველოში ვარ, საზღვარი არ გადამიკვეთავს"
პოლიტიკა - 15:36, 16 Nov, 2019     5478
რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას და ცხინვალის სასამართლოში განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება.


ამის შესახებ ინფორმაციას მასთან ერთად დაკავებული და უკვე გათავისუფლებული პირები ავრცელებენ, ვაჟა გაფრინდაშვილის პოზიციის შესახებ კი პირველი ინფორმაცია ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ 14 ნოემბერს გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ დაკავებისას ოკუპანტებს ვაჟა ექიმმა განუცხადა, რომ სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ როკის გვირაბთან და ფსოუზე იცის.

ექიმი დავით ღვინიაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასევე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ პირებს შეხვდა, ჰყვება, რომ თანასაკნელების თხოვნამ ვერ გაჭრა და ვაჟა გაფრინდაშვილმა პოზიცია არ შეიცვალა.

გათავისუფლებულებმა მას უთხრეს, რომ ერთადერთი რამ, რასაც ოკუპირებული რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილისგან მოითხოვს, არის ის, რომ აღიაროს "საზღვრის გადაკვეთა".

"ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ,"- ჰყვება ღვინიაშვილი.

qartli.ge-ისთან საუბარში იზოლატორიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაზიანებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ქართველი ექიმის დაკავების შესახებ ოსურმა მედიამ დაწერა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42