Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა
პოლიტიკა - 13:49, 16 Nov, 2019     830

15 ნოემბერს, Georgia Real Estate Holding-მა ახალი ბიზნეს მიმართულება დაიმატა და კარტოზიას ქ.10-ში, საერთო სამუშაო სივრცე Collective გახსნა. ტექნიკურად სრულად აღჭურვილი სივრცე 100-მდე მომხმარებელზეა გათვლილი და იდეალურია როგორც პროდუქტიული მუშაობისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის.

m2 Collective-ის კარი კვირაში 7 დღისა და 24 საათის განმავლობაში ღიაა. სივრცის ერთჯერადი თუ რეგულარული მომხმარებელი, უზრუნველყოფილი იქნება საოფისე თუ შეხვედრების ოთახებით, ინდივიდუალური სათავსოებით, საოფისე ტექნიკითა და ავტოსადგომით.

m2 Collective-ის საერთო სამუშაო სივრცე ისეა დაგეგმილი, რომ მომხმარებლებს მაქსიმალური სიმყუდროვის განცდა ჰქონდეთ, ხოლო ინდივიდუალურად მუშაობის მსურველთათვის კომფორტული იზოლირებული ოთახებია გამოყოფილი. აქ განთავსებული თანამედროვე საოფისე ტექნიკა ყველა პროცესის ადგილზე განხორციელების საშუალებას მისცემს, რაც თანამედროვე ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, ძალიან მოსახერხებელია.

ახალი სამუშაო სივრცე მიმზიდველი არქიტექტურითა და კომფორტული შიდა დიზაინით ხასიათდება. არის მყუდრო და მიმზიდველი როგორც საქმიანი, ისე შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ამრიგად თავისუფლად შეიძლება მათი საუკეთესო იდეების განხორციელების ადგილად იქცეს.

„m2 Collective“ ჩვენი ჰოლდინგის კიდევ ერთი ახალი წარმატებული პროექტია. კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე დროში საქმის წარმოება, კომპანიებთან თანამშრომლობა თუ საკუთარი ბიზნესის მართვა, დისტანციურადაც შესაძლებელია. ამიტომ ჩვენი მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, მსგავსი ტიპის სივრცის გახსნა აუცილებლად მივიჩნიეთ. მჯერა, რომ Collective-ი ბევრი ადამიანისთვის იქცევა ახალი იდეებისა და ნოვატორული პროექტის განხორციელების საფუძვლად, რაც ქვეყნის საქმიან და შემოქმედებით სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42