„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კონსულტაციებს. სამწუხაროდ, შედგა ყველა მინუს ერთის ფორმატი. ეს არის არა ჩემი ან ვინმეს აკვიატება და სურვილი, არამედ ჩვენ ყველას გვაქვს ის რეაქცია, რაც გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის გუშინდელმა ქმედებამ. ასე რომ ეს ფორმატი გააგრძელებს მუშაობას, კონსულტაციები გაგრძლედება ძალიან ინტენსიურად და ერთიან პოზიციაზე შევჯერდებით“ - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
ნინო ბურჯანაძე ემხრობა ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვას, თუმცა აღნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ნიუანსები და განიხილავენ, თუ რა შეიძლება იყოს მისაღები პარტიების უმრავლესობისათვის.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს სიფრთხილით უყურებს.
„გარკვეული განსხვავებები არის პოლიტიკური ლიდერების განცხადებებში, ამაში არაფერი გასაოცარი არ არის. ჩვენ იქ გაერთიანებული ვართ აბსოლიტურად განსხვავებული პოლიტიკური ხედვების და პოლიტიკური გემოვნების ადამიანები, იმ მთავარი ამოცანით რომ ახლა არავის არ ვაპატიოთ ქვეყნის მოტყუება და ქვეყნისათვის შეურაცყოფის მიყენება და მოვიპოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მე ჯერჯერობოთ სიფრთხილით ვუყურებ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, ყოველ შემთხვევაში პროპორციული სისტემის გარეშე ვადამდელი არჩევნები ვშიშობ რომ შეიძლება იყოს გარკვეულ წილად სახიფათო, მაგრამ ვნახოთ როგორ გაგრძლედება კონსულტაციები. მე არ ვაპირებ მხოლოდ ჩვენი პოზიციის გამო ამ ერთობის და კონსულტაციების შეწყვეტას და ერთობის ჩაშლას. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ უნდა ავწონ დავწონოთ ყველა მოთხოვნის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ მივალთ მოთხოვნის იმ ერთიან კონტექსტამდე, რომელიც იქნება სასარგებლო ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანისათვის და ვაიძულებთ მთავრობას, სახელმწიფოსთვის სასარგებლო დათმობაზე წამოვიდეს“. - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






