"მოსალოდნელია აქციებმა პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს" - "საერთაშორისო გამჭირვალობა" 750 ევროპარლამენტარს წერილით მიმართავს
პოლიტიკა - 18:36, 15 Nov, 2019     597

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წერილით ევროპარლამენტარებს მიმართავს, თვალი ადევნონ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის კანონპროექტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

"საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ 14 ნოემბერს მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა 750 ევროპარლამენტარს წერილით მიმართა, რომელშიც ასევე გააცნო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი საგანგებო განცხადება.

ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,

გწერთ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყრო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. უკანასკნელ წლებში ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება. 14 ნოემბრის შემდეგ კი ეს რეგრესი ყველაზე თვალსაჩინო გახდა. ეს პროცესი აშკარად ძირს უთხრის ქვეყნის სვლას უფრო პლურალისტული და წარმომადგენლობითი დემოკრატიის მშენებლობისაკენ და საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი ნიშანია.

კერძოდ, საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ, მმართველმა საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა საარჩევნო სისტემის დაპირებულ ცვლილებაზე, რომელიც არსებული მანკიერი შერეული სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ეს დაპირება ამ ზაფხულს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების მასობრივი პროტესტის მონაპოვარი იყო. მმართველმა პარტიამ ერთგვარი სპექტაკლი დადგა, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი, რომლებიც თავადვე იყვნენ ამ ცვლილებების ინიციატორები, მმართველ პარტიას „აუჯანყდნენ”. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ სინამდვილეში ეს იმთავითვე დადგმული წარმოდგენა იყო, რომლის უკან მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას.

მოვლენების დინამიკა ყოველ წუთს იცვლება და ახალ ძალას იძენს; მოსალოდნელია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებმა პოლიტიკურ კრიზისამდეც კი მიგვიყვანოს, რის შედეგადაც უკვე გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ეს კი მნიშვნელოვან სირთულეებს შეუქმნის ოპოზიციურ პარტიებს ასეთ მოკლე დროში პარტიული საქმიანობისა და რესურსების მობილიზების კუთხით.

ამიტომ ასეთ დაძაბულ პერიოდში მოგმართავთ თხოვნით, ყურადღება არ მოადუნოთ და ფხიზლად ადევნოთ თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გთხოვთ, არ შეიქმნათ ილუზია და არ მოტყუვდეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით, რომ პარლამენტის მიერ ცვლილებებზე უარის თქმა შიდაპარტიული დემოკრატიის დემონსტრირება იყო. საქმე სრულიად სხვაგვარადაა: შექმნილი ვითარება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც სურს, საკუთარი მმართველობა საქართველოში ამ ფსევდო დემოკრატიული პროცესების მეშვეობით გაიხანგრძლივოს, სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაგრძელებაა" - აღნიშნულია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42