საია ხელისუფლებას მოუწოდებს აქტიურად იმუშაოს ოკუპაციური რეჟიმის უკანონო პატიმრის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე
პოლიტიკა - 18:25, 15 Nov, 2019     873

საია ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად და აქტიურად იმუშაოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციური რეჟიმის უკანონო პატიმრის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე.

"9 ნოემბერს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საოკუპაციო რეჟიმმა ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მეშვიდე დღეა იმყოფება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში.

ოკუპაციური რეჟიმი მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. იმავე პერიოდში დაკავებული/გატაცებული იყო საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე. დღეის მდგომარეობით 3-ვე პირი გათავისუფლდა, მათ მიმართ მიმდინარეობდა ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამივე მათგანს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ოკუპაციურმა რეჟიმმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსაბრუნის გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა. აღნიშნული ქმედებით, საოკუპაციო რეჟიმმა იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისში მოაქცია. გამშვები პუნქტის თვითნებურად ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანაზე და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.

ამ დროისათვის არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის ადგილსამყოფელის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ.

საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე;

მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რათა დაიძლიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და იქ მცხოვრებ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ საბაზისო საჭიროებები, მათ შორის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

საერთაშორისო თანამეგობრობასა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს:

დაეხმაროს ქართულ მხარეს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში.

გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42