კალაძე აღნიშნავს, რომ ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებთან კონსულტაციები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არავის დამუქრებია.
"ჩვენი ხელისუფლების უბედურება არის ის, რომ ისეთი ქურდბაცაცა ადამიანები, როგორიც იყო გიგი უგულავა, რა დღეში ჩააგდო ქალაქი, ამას დღეს ვიმკით. ადამიანმა, რომელმაც მოიპარა 50 მილიონი და დღეს გარეთ დადის, თუ რატომ და რისთვის, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.
ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ერთი ადამიანი მაინც მითხარით, თუნდაც განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ ჩემი თანამდებობა ბოროტად გამომეყენებინოს, ვინმესთვის არასწორად მიმემართოს, არასწორად მქონდეს კომუნიკაცია, ვინმე დამეჩაგროს ან ა.შ. ერთსაც ვერ დამისახელებთ ასეთს",- განაცხადა კალაძემ.
ოპოზიცია სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი პირადად კახა კალაძის ზეწოლის შედეგად ჩააგდეს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი თბილისის მერმა კახა კალაძემ "აკაჩავა" და მეუღლისა და მამის დაჭერით დაემუქრა.
მასალის გამოყენების პირობები






