ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ექიმთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:30, 15 Nov, 2019     973
ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ექიმთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„მივმართავთ ცხინვალის რეგიონის სამედიცინო პერსონალს - გააკეთეთ ყველაფერი კოლეგის - ვაჟა გაფრინდაშვილის გასანთავისუფლებლად, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული. ექიმის საქმიანობის ხელის შეშლა დაუშვებელია ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის საომარი მოქმედებების დროს“,- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის წევრები ასევე მოუწოდებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, რომ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

„ასოციაციის ხელმძღვანელობა, ფინეთში, საერთაშორისო ფორუმზე იმყოფება და ყველა ღონეს ხმარობს, რათა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებიც ჩართოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


შეგახსენებთ, ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, სოფელ ორჭოსანთან ყოფნის დროს გაიტაცეს, სადაც ის დაშავებულის მონახულებას აპირებდა. საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტი ნმხოლოდ გატაცებიდან მესამე დღეს, მას შემდეგ დაადასტურა, რაც დაკავების შესახებ ცხინვალის მედიაში ინფორმაცია გავრცელდა. პარასკევს ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორი თვით პატიმრობა შეუფარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42