"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომა იქნებოდა" - ნინო წილოსანი
პოლიტიკა - 12:33, 15 Nov, 2019     2512

"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს.

მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არსებულს სჯობს.

"მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გუშინ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩემთვის ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებამდე, ამ თემაზე რჩევის მისაღებად ვესაუბრე ჩემს უახლოეს გარემოცვას, მეგობრებს, კოლეგებს.

მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს. ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო ჩემი პოზიციის დასაცავად, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკმარისია, ვახსენო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვეების განმავლობაში დაუკომპლექტებელ მთავრობას (გერმანია, ესპანეთი), კოალიციის შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც პირდაპირპროპორციული არ არის ამომრჩევლის გამოხატულ ნებასთან. რაც ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სერიოზულად დამაზიანებელი იქნება.

სწორედ ამიტომ განისაზღვრა 2020 წელი ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებებისას გარდამავალ ეტაპად და მიეცა პარტიებს გაძლიერებისა და საერთო პოლიტიკური კულტურის ამაღლების საშუალება. ამას ემატება ის, რომ მე თითქმის ოთხი წელია, მჭიდროდ ვურთიერთობ ჩემი ოლქის ამომრჩევლებთან. მათთან ერთად შევძელი განმეხორციელებინა არაერთი პროექტი და ვმუშაობ ახალ გამოწვევებზე. მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჩემი შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დახმარება იყო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ზემოხსენებული პროექტების განხორციელებაში.

2⃣0⃣1⃣7⃣ წელს გავაკეთე ჩემი არჩევანი პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, როცა ჩვენი გუნდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ 2024 წლიდან საქართველო გადადიოდა წმინდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს იყო ჩემი გუნდის გაბედული ნაბიჯი, მზაობა ჩაკეტილი წრის გარღვევისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში კოალიციისა და კონსენსუსის პრინციპის დაფუძნების.

ამის პარალელურად, ვიმედოვნებდით, რომ შვიდი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა სათანადოდ გაძლიერდებოდა, რაც საშუალებას მოგვცემდა, 2024 წელს გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამისთვის არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის მერების არჩევა, დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა და მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივები. თუმცა დაგეგმილი რეფორმა, ამ ეტაპზე, არ არის დასრულებული და 2024 წლამდე უამრავი პრინციპის გატარება იქნება საჭირო. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომა იქნებოდა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა კეთილი ნება (ამ კეთილ ნებას მეც შევუერთდი), რათა ეს საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა.

როგორც ყველა საკონსტიტუციო ცვლილების დროს, ამ შემთხვევშიც, გაიმართა საჯარო განხილვები, ასევე ჩვენს ამომრჩეველთან ღია შეხვედრები და, განსაკუთრებით რეგიონებში, გამოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიშობს, მათი ხმა დროულად და სათანადოდ არ იქნება წარმოჩენილი ცენტრალურ ხელისუფლებაში. ეს და სხვა არაერთი არგუმენტი გახდა მიზეზი იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, თავისუფალი კენჭისყრის პირობებში თითოეულ დეპუტატს ჩვენი არჩევანი დაგვეფიქსირებინა.

შედეგად, გამოჩნდა, რომ ამ ინიციატივას არ ეყო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა და პარლამენტმა ძალაში დატოვა 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

და ბოლოს, როგორც ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, ესეც თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილია, რაც საბოლოო ჯამში, გარდაიქმნება ხალხის ნდობაში" - წერს ნინო წილოსანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42