საპროტესტო აქცია რუსთაველზე - აქციის მონაწილეების ნაწილი ივანიშვილის სასახლესთან მივიდნენ. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობა გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
აქტივისტებმა კედელზე დატოვეს წარწერა – „შეცვალე“.
აქციის მონაწილეების თქმიმთ, ისინი ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობით დაბრუნდებიან.
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვებია გაშლილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოთხოვნების შესრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩებიან.
აქციის მონაწილეები პროპორციული არჩევნების ჩაგდებას აპროტესტებენ. ამასთან, მათი განცხადებით, პროპორციულ არჩევნები გარდამავალი მთავრობის პირობებში უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები






