შოთა დიღმელაშვილი: "დღე და ღამ აქ ვიქნებით, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, რომელსაც "ქართული ოცნება" არ ჩაატარებს"
პოლიტიკა - 20:28, 14 Nov, 2019     1480
შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და ინტერესთა ჯგუფთან ერთად იქმნება ეროვნული თანხმობის კომიტეტი - ყველა მინუს ივანიშვილი.

„20 სექტემბრის სლოგანი გახსოვთ „ერთად ერთის წინააღმდეგ“. ეს პროპორციული არჩევნები იყო გარანტია, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ მიიტაცებდა ტოტალურ ძალაუფლებას, საქართველო ამ ათწლეულში მაინც შედგებოდა დემოკრატიის რელსებზე. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც 30 წლის განმავლობაში იბრძოდა პროპორციული არჩევნებისთვის. ისე მოხდა, რომ ჩვენი ჩართულობა დაგვირგვინდა იმით, რომ მოგვცეს პროპორციული არჩევნები, მაგრამ მერამდენედ მოგვატყუეს. შესაბამისად, მათთან არანაირ საუბარს აზრი აღარ აქვს, ვიღას უნდა ველაპარაკოთ ამ ცრუპენტელებს? – აზრი არ აქვს. ჩვენ ვითხოვთ, პროპორციულ არჩევნებს. ეს პროპორციული არჩევნები ჩატარდება ბიძინა ივანიშვილის და მისი ფულით შეძენილი გუნდის გარეშე. გარდამავალი მთავრობის პირობებში ჩატარდება პროპორციული არჩევნები და ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსი ყველა ინტერეს ჯგუფმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და გაცოცხლდა სლოგანი „ერთად ერთის წინააღმდეგ“. შედგება ეროვნული თანხმობის კომიტეტი პრინციპით, „ყველა მინუს ივანიშვილი“ , რომელიც უზრუნველყოფს ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარებას. ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი გენგეგმა. ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე იმართება პერმანენტული აქციები. არ ვიშლებით. აქ დავბანაკდებით, დღე და ღამ აქ ვიქნებით, ვიდრე არ გამოვგლეჯთ ხელიდან ჩვენს სამშობლოს პლუტოკრატს, ოლიგარქს და რუსეთის დამქაშებს“,- თქვა დიღმელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42