"ეს მდგომარეობა, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ქუჩაში, არის გარკვეული პროექცია იმისა, რაც ჩვენ 2020 წლიდან მოგველის პარლამენტში, თუკი ვერავინ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, მთავრობა ვერ შეიქმნება და ქვეყანაში კრიზისი დაიწყება. მე მაინც პროპორციულის თემას ასე ადვილად ვერ დავთმობ, მაგრამ არის მთავარი საკითხი, - შერეულში არის პროპორციულიც და მაჟორიტარულიც. საკმაოდ მძლავრი გაერთიანება შეიქმნა პოლიტიკური, რასაც ვუყურებთ ახლა ნათელაშვილის ოფისში და საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური ძალა შეიძლება წარმოიქმნას, რომელიც არჩევნებში და არა ქუჩაში "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდება. მე შეიძლება პროპორციული სისტემის მომხრე ვარ, მაგრამ არა ვარ იმის მომხრე, რომ საერთო ენა გამოვნახო ადამიანებთან და უმრავლესობის წევრობის ხარჯზე გადავინაცვლო იმ ჯგუფში, რომელშიც მეც და ბევრ ჩემს კოლეგას პერსპექტივა არ გვაქვს.
უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია, საწინააღმდეგო პოზიციების ადამიანების გარიცხვა პარტიიდან, რომლებიც წინასწარ ვიცოდით, მიუღებელია, რადგან ეს ქვეყანას დააზიანებს. უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






