გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნები აუცილებლად ჩატარდება, რომელიც "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მმართველობას წერტილს დაუსვამს.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც დარჩა ქართველი ხალხის ხელში მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ბიძინა ივანიშვილმა ამ თავხედობისთვის უნდა მიიღოს პასუხი და მიიღებს ამ პასუხს ქუჩიდან. ივანიშვვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მიიღოს ბარიკადები და რუსთაველზე აუცილებლად იქნება ბარიკადები. ამ ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება არჩევნები, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მართველობას"- განაცხადა ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერი ივანიშვილთან რაიმე სახის კონსულტაციებს გამორიცხავს.
"მე არ ვიცი ორღობის აფერისტთან რაზე შეიძლება ისაუბრო, რომელიც ნახევარ საათში ერთხელ ცვლის პოზიციებს. ის კლასიკური გადამგდებია. მან მთელ მსოფლიოს და ქართველ ხალხს ცალსახად დაანახა, რომ ის დაპირებები, რომელიც გასცა წინასაარჩევნოდ გასცა, არ შეასრულა. კლასიკური მატყუარაა და ამის დემონსტრირება გააკეთა, როდესაც მსოფლიოს, ქართველ ხალხს დაპირდა პროპორციულ არჩევნებს და თვითონვე ჩაშალა ეს არჩევნები. ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილი ამბობს, რომ მე არჩევნებით არ წავალ, თუმცა დამერწუნეთ აუცილებლად წავა"- დასძინა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






