ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საყოველთაო მობილიზაციას ეხმაურება. მისი თქმით, ოპონენტებს მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ.
"რადიკალური მოქმედებები არ არის ახალი მათი მხრიდან. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, არის რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ვხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, რადგან არ უმაგრებთ ზურგს ხალხის მხარდაჭერა. ეს არის რეალური და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემედეგ. ბუნებრივია, მათ ეს მუქარები არ გაუვათ.
ყველას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. სიმშვიდე არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას, მოსაახლეობას. შეიძლება, ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა იმის, რომ რაღაცა მოიმოქმედონ, თუმცა მათ ამის საშულება არ ექნებათ. საქართველოში არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ვითარება, სადაც ჩვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ მუქარებზე, არიან რადიკალურები, მუდმივად ცდილობენ, შეუტიონ სახელმწიფოსა და ეკლესიას. მათ არც ერთი გაუვათ და ვერც მეორე. ვერც ეკლესიას დააკლებენ ვერაფერს და ვერც სახელმწიფოს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






