"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნით ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი შექმნა.
ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია ერთიან სამოქმედო გეგმაზე დღესვე იმსჯელებს.
"ხელისუფლების პირველმა პირმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება პოლიტკიკური კრიზისის მოგვარებისთვის, დაპირება საქართველოს მოსახლეობისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართული და დღეს უბრალოდ ყველა მოგვატყუა. ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებმა ჩააგდეს ეს კანონპროექტი, მოატყუეს ქართველი ხალხი უპირველეს ყოვლისა. ყველა პოლიტიკური პარტია გამონაკლისის გარეშე, საკუთარი გუნდის წევრებიც კი, მოატყუეს. შექმნეს უმძიმესი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კრიზისი. ეს რომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ დამთავრებით დასრულდება ამაში ორი აზრი არ არის. ეს გამოიწვევს ქვეყანაში ძალიან სერიოზულ არასტაბილურობას. ღმერთია მოწამე, ჩვენ ეს არ გვინდოდა" - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






