"ეს იქნება უკანასკნელი ტანგო თბილისში, ვის სჯერა პაიკები აუმხედრდნენ მეფეს?"- ოპოზიცია ივანიშვილს აფრთხილებს
პოლიტიკა - 12:29, 14 Nov, 2019     1481
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ მაჟორიტარული სისტემის კანონპროექტს ჩააგდებენ, „გავრილოვის ღამე" სანატრელი გაუხდებათ.

"ეს იქნება „უკანასკნელი ტანგო თბილისში“ ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი" - ამბობს გოცირიძე, რომელიც მაჟორიტარების ე.წ. ამბოხს „უჩინართა ამბოხი" უწოდებს.

„ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება პაიკები აუმხედრდნენ მეფეს? ამას შეიძლება უწოდო "უჩინართა ბუნტი". ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, დღეს გამოდიან და უპირისპირდებიან ივანიშვილს? წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე დეპუტატი დაჩი ბერაია და ივანიშვილი 7 საათი კამათობდნენ და არ დაეთანხმა დაჩი ბერაია ივანიშვილს, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყანა? თურმე წარუმატებლად დამთავრდა ფეხბურთელ ყაველაშვილთან მისი კონსულტაციები, სისულელეა ეს. ის ახლა აკვირდება საზოგადოების განწყობას და დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას. ბიძინა ივანიშვილს ამ წუთას აქვს ორი არჩევანი ორი სცენარიდან: წავიდეს ოპოზიციაში ან წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ის დღესაც ატყუებს ხალხს და ამ ტყუილის შემდეგ მისი ხელისუფლება იქნება დამთავრებული. „გავრილოვის ღამე“ სანატრელი გაუხდებათ, ვერც ერთი დეპუტატი ცხვირს ვერ შემოყოფს აქ, ამ დარბაზში. გინდა მუქარა უწოდეთ, გინდა გაფრთხილება. მე ამას ვაკეთებ გაფრთხილების ფორმით,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42