"ბევრგან გვინახავს ნაგვის ურნებში ჩატენილი გამოუსადეგარი დეპუტატები" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 11:18, 14 Nov, 2019     1431

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება - დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებამ კანონპროექტი ჩააგდო ამით მხოლოდ, ის დაფიქსირდება, რომ საზოგადოების წინაშე ვალდებულებას არ გრძნობენ.

"თუ „ოცნების“ უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჩააგდებს, ამით მხოლოდ იმას დააფიქსირებენ, რომ საზოგადოების წინაშე ვალდებულებას არ გრძნობენ და შესაბამისად, საზოგადოებასაც აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ექნება ზემოქმედება მოახდინონ იმ დეპუტატებზე, რომლებმაც მიცემული პირობა, მათ მიერ სისხლით მოპოვებული უფლება ასე დააიგნორეს.

ისე, საზოგადოებრივი გაკიცხვის ბევრი სახეობა არსებობს. ისიც გვინახავს, სხვადასხვა ქვეყნებში, გამოუსადეგარ დეპუტატებს როგორ ტენიან ნაგვის ურნებში, ან მსგავსი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან და თუ „ოცნების“ არჩევანიც ეს იქნება, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მე მხოლოდ მივეხმარები ხალხს, მათ ეს შეურაცხყოფა აკადრონ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ რა აწყობთ, მემგონი თავად „ნაცებმა“ არ იციან. ასე რომ, ტყუილად ნუ იბრალებენ, მათ გარშემო დღის წესრიგი არც ტრიალებს და ეს არც შეუძლიათ.

პრინციპში დღეს, ქვეყნისთვის დღის წესრიგის შექმნა მმართველ ძალას აღარ შეუძლია, არა თუ „ნაცებს“.

ისე, 80 დეპუტატის მოგროვება თუ ასე უჭირს „ქართულ ოცნებას“, მაშინ მოსამართლეების სიასთანც პრობლემა უნდა ქონდეთ, ბიუჯეტის მიღებასთანაც და ზოგადად ბევრი სირთულე უნდა შეექმნათ, რადგან გამოდის, რომ რეალურად უმრავლესობა არ გვყოლია პარლამენტში და კრიზისული მდგომარეობა უნდა შეიქმნას" - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42