მძიმე ვითარება საოკუპაციო ხაზთან - ევროკავშირი რუსეთს ვალდებულების შესრულებას მოუწოდებს და ე.წ გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნაზე საუბრობს
პოლიტიკა - 10:19, 14 Nov, 2019     915
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა - ინფორმაციას ამის შესახებ "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო" ავრცელებს.

"განცხადებაში ევროკავშირი მიესალმა გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო. ევროკავშირმა მხარდაჭერა დააფიქსირა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროექტების მიმართ. განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების მეშვეობით.

განცხადებაში ევროკავშირი აღნიშნავს, რომ არ სცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო და ე.წ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ასევე, გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გართულებასთან დაკავშირებით. მათ შორის, აღნიშნულია, რომ თავისუფლების გადაადგილებაზე დაწესებულმა უპრეცედენტო შეზღუდვებმა უკიდურესად მძიმე ვითარებაში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა. ხაზგასმულია, რომ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება არის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ბოლო ტრაგიკული მაგალითი. ამასთანავე, ევროკავშირი ხაზს უსვამს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.

ევროკავშირმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების დაუსჯელობის გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას.

ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევები როგორიცაა უკანონო დაკავებები, გადაადგილების თავისუფლების უპრეცედენტო შეზღუდვა, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებებს და იწვევს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის ზრდას, ისევე როგორც ზღუდავს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო წვრთნებისა და მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42