საქართველო და რუსული ოკუპაცია - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ნატო-ში გაწევრიანების აუცილებელ პირობებზე ისაუბრეს
პოლიტიკა - 09:54, 14 Nov, 2019     1026

13 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე შედგა მოსმენა თემაზე: „დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა".

მოსმენაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, „ლეხ ვალენსას ინსტიტუტის" დამფუძნებელი, ბ-ნი ლეხ ვალენსა. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა ისაუბრეს ნატო-ს წინაშე და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ დღეს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი), თავის შესავალ სიტყვაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააჟღერა. „იმისათვის, რათა ვისაუბროთ ნატო-ს ალიანსში შემავალი ქვეყნების მმართველობის გაუმჯობესებაზე, ჩვენ უნდა შევასრულოთ ამ ქვეყნებისათვის გაცემული დანაპირები, რომ მათ მიერ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში ნატო-ში გავაწევრიანებთ. ახლახანს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც ერთი კვირა ვიყავი. გასაოცარი იყო როცა ვნახე ოკუპაციის პირობებში მყოფი მეგობარი - აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას, მათ შორის მიმდინარე ბორდერიზაციასთან და უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე გატაცებებთან გამკლავებას. საქართველო განაგრძობს განამტკიცოს სასამართლო სისტემა, მედია, მმართველობა, რათა მიაღწიოს იმ შედეგებს, რომლის შედეგადაც აღსრულდება ნატო-ს მიერ საქართველოსადმი გაცემული დანაპირები. თუმცა, ნატო-ში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც შიშობს არ გააღიზიანოს რუსეთი. სასაცილოდაც კი არ მყოფნის იმის გააზრება, თითქოს ნატო-ს ალიანსს ეშინია იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკაც ალიანსის საერთო ეკონომიკის 1/30-ედს წარმოადგენს." - საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას აღნიშნა ბ-ნმა კინზინგერმა.

„ვიზიარებ კონგრესმენი კინზინგერის ძალიან დადებით პათოსს - ჩვენ უნდა გვიხაროდეს. ეს მოხდა 30 წლის წინ, როცა ბერლინის კედელი დაინგრა. მე იმ ასაკის გახლავართ, რომ ეს მახსოვდეს - კედელი თითქოს მუდმივად უნდა ყოფილიყო. ფაქტიურად, შეგუებულნი უნდა ვყოფილიყავით ამას. რა გასაოცარი ამბავია, რომ მოხდა კედლის დანგრევა. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს განმეცადა. როგორც თქვენ აღნიშნეთ - საქართველოს რესპუბლიკა. ვინ წარმოიდგენდა ამას - მე გახლდით გორში, სტალინის დაბადების ადგილას. დრო ასე სასიკეთოდ შეიცვალა. დღეს, საქართველო აშშ-ის დიდი მეგობარია - მათ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი საბრძოლო დანაყოფი ჰყავს განთავსებული ავღანეთში, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანას. ნატო-ში გაწევრიანემდეც კი, საქართველო ასეთი ჩინებული მოკავშირეა." - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საერთაშორისო ტერორიზმის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრმა, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლინის შტატი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42