ოკუპანტებმა ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს
პოლიტიკა - 09:13, 14 Nov, 2019     3421

ოკუპანტებმა ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს. მასთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის მიერ 9-11 ნოემბერს დაკავებულია საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე, რომელთა წინააღმდეგაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ადასტურებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ამ დროისთვის გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი. მას სისხლის სამართლის დანაშაული წაუყენეს და საზღვრის განზრახ, უკანონო კვეთას ედავებიან.

ცნობილი ტრავმატოლოგი გაფრინდაშვილი კლინიკა "მედიკლაბის" ექიმია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი შაბათს დააკავეს.


ინფორმაციას ავრცელებს ასევე ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

„დასახლებულ პუნქტებთან - ახმაძთან და ორჭოსანთან 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქეა დაკავებული: 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები ზადიშვილი რამაზი, სოფელ გრემისხევის მცხოვრები 1977 წელს დაბადებული მიშელაშვილი დავითი, თბილისის მცხოვრები 1961 წელს დაბადებული ვაჟა გაფრინდაშვილი და 1956 წელს დაბადებული, სოფელ კოდისწყაროს მცხოვრები ზურაბ ტუხიაშვილი“, - განაცხადეს ცხინვალის КГБ-ში.

მათივე ცნობით, 13 ნოემბერს, სამი „დამრღვევის“ მიმართ ახალგორის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა ფულადი ჯარიმის სახით და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევებით. რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, ვაჟა გაფრინდაშვილს, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი). დე ფაქტო უწყების ცნობით, მან მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42