როგორც ექსპერტმა "ნიუპოსტს" განუცხადა, საზოგადოების "გადაგდება" მმართველ პოლიტიკურ ძალას ძვირად დაუჯდება და "ეს თამაში ბიძინა ივანიშვილს შეეწერება".
"როცა საკუთარ ინიციატივას აგდებს ინიციატორი, ეს შიშის აღიარებაა, რაც საბოლოო ჯამში "ქართულ ოცნებას" ძვირი დაუჯდება, რადგან ეს ქმედება შეიძლება მაჟორიტარული არჩევნების წაგების საფუძველიც გახდეს. თუ „ოცნება“ პროპორციულს არ გაიტანს, გამოდის, რომ მათ მთელი ქვეყანა გადააგდეს. ეს კი გაფორმდება იმით, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის შეეშინდა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მთელი ოპოზიცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ კონსოლიდირებულად გამოვიდეს მაჟორიტარულ არჩევნებზე. ეს კონსოლიდირება შეიძლება ორდონიანი იყოს - მაგალითად რაიონების გაყოფა და საერთო ფრონტით "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოსვლა. არამგონია, რომ ამ მოცემულობაში ეს თამაში "ქართული ოცნებისთვის" კარგად დასრულდეს"- განაცხადა ხუხაშვილმა.
"ნიუპოსტთან" საუბრისას ექსპერტი მაჟორიტარების აჯანყებას "მდარე ხარისხის თამაში უწოდა".
"ყველა შემთხვევაში ეს ივანიშვილის თამაში იქნება, რადგან მოცემულობას არ შეცვლის სურათი - რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ მას შეეწერება ეს ყველაფერი. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში მთავარი არ არის რეალობა, პოლიტიკაში მთავარია რა განცდა გაჩნდება. განცდა კი იქნება შემდეგნაირი - ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა და თავისი ნათქვამი უკან შეჭამა, რაც მისი უძლეველობის მითის დანგრევა იქნება და შესაბამისი პოლიტიკური შედეგიც დადგება"- აღნიშნა პოლიტოლოგმა.
მასალის გამოყენების პირობები






