"საქართველოს პორტებში „ერთი ფანჯრის პრინციპის" ამოქმედება პორტებსა და გადამზიდავ კომპანიებს საქმიანობას გაუდვილებს" - თურნავა
პოლიტიკა - 17:10, 13 Nov, 2019     930

საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ყველა იმ სექტორში, სადაც საქმე ეხება ჩვენი სერვისების მიწოდებას ბიზნესისთვის, რათა გავუადვილოთ ბიზნესს სახელმწიფოს სერვისებით სარგებლობა, შევამციროთ ბიუროკრატია და გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი მუშაობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურაში იწყება პორტების დიჯიტალიზაცია და „ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა საპორტო სერვისებში.

„ეს არის ერთი კომპლექსური პროექტი, როდესაც სხვადასხვა, დღემდე არსებული პლატფორმა გაერთიანდება და 30-მდე აპლიკაცია, რისი შევსებაც მანამდე ცალ-ცალკე უხდებოდათ, ერთიან პლატფორმაში მოექცევა. შედეგად, გადამზიდავ კომპანიებსა და პორტებს საშუალება ექნებათ, უკეთ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, არ შეიქმნას რიგები, უკეთ იყოს ოპტიმიზირებული ტვირთნაკადები", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ჩვენი დერეფანი ისწრაფვის დიჯიტალიზაციისკენ და საქართველოს სურს, რომ დერეფნის ქვეყნებსა და მოთამაშეებს შორის ტოპრეფორმატორი იყოს.

„ჩვენს დერეფანში არის ბევრი ქვეყანა, ბევრი მოთამაშე და ჩვენ, როგორც სხვა ბევრ სფეროში, აქაც გვინდა ვიყოთ ტოპრეფორმატორები, ყველაზე მოწინავე ქვეყანა, სადაც სპორტო ინფრასტრუქტურა გამჭვირვალე და ეფექტური იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი ნათია თურნავა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუთი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების, გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტის პირველი ეტაპი „საჭიროებების კვლევა" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42