საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით" მომსახურება დაინერგება
პოლიტიკა - 17:07, 13 Nov, 2019     820

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას ნათია თურნავა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აგრეთვე გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა პროექტი, რომლის პირველი ეტაპი - „საჭიროებების კვლევა" დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. პირველი ეტაპი გულისხმობს საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს, მეორე ეტაპი კი მოიცავს უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ვაჭრობის სფეროს ინტეგრაცია საერთო ევროპულ ერთი ფანჯრის სისტემაში, რომელში ჩართვაც საქართველოს მოუტანს სტრატეგიულ უპირატესობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. პროექტის შეფასებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას პორტებში და ასევე, საქართველოს ნავსადგურებს მისცემს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმონ ტვირთნაკადები რეგულარული მიმოსვლის გემებისათვის ტვირთების კატეგორიებისა და მოცულობის მიხედვით.

პრეზენტაციის დროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნესპროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს ადამიანურ რესურსებს და მოგვცემს საშუალებას უმოკლეს ვადაში იქნეს მიღწეული შედეგები. მისი თქმით, პროექტი იძლევა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას.

პროექტმა შეხვედრის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანიის „MSC Georgia" - ს მმართველმა დირექტორმა ალკან ალიჩიკმა განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას საქართველოს ბაზარზე, რაც კარგია პროფილური ბიზნესისთვის. „ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს, რადგან ის შეამცირებს დამატებით სამუშაო საათებს, რასაც ახლა ვხარჯავთ სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტან-მოტანაზე საბაჟოსა და სხვა ორგანიზაციებში. პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, ფაქტობრივად, დავზოგოთ დრო და რესურსი და მეტი დრო ბიზნესის კეთებას მოვანდომოთ," - განაცხადა ბიზნესმენმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42